Monday, 16 July 2018

კურსის რეფლექსია

   კურსის  თემა არის  "პროექტებით სწავლება ისტის ინტეგრირებით"  რომლის შესწავლა დავიწყეთ 28 ივნისს  და  მოიცავდა 36 სთ-ს.
    პროექტი შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ ყოველდღიურ  ცხოვრებას, რაც მოსწავლეებში განავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და  მოახდენს მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
    ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა, საქაღალდეების შექმნა,  სტანდარტების შემუშავება , საკვანძო კითხვების ფორმულირება, პროექტის პორთფოლიოს შექმნა და  ბლოგზე დაშენება. სხვადასხვა რესურსების შექმნა ,რაც მეტად თვალსაჩინოს და საინტერესოს გახდის გაკვეთილს. ეს ტრენინგი არის ნაყოფიერი ჩემთვის,რადგან მაძლევს საშვალებას კარგად ორგანიზებული  პროექტები დავგეგმო,რომლებშიც ჩემი მოსწავლეები ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებები სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.

Friday, 13 July 2018

მერვე დღე

    დღეს გავიარეთ მოდული 6 და 7,  შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე,    გავეცანით დაწყვილების სხვადასხვა აქტივობებს, ვისწავლეთ ჯგუფის შექმნა და     დაჯგუფება xls -ის დახმარებით.

Monday, 9 July 2018

მეექვსე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან პრაქტიკული და საინტერესო. დღეს   პროექტის გეგმა power point-ში გადავიტანეთ. გავიხსენეთ და დავხვეწეთ პოინტში მუშაობა, სლაიდების გაფორმება ,ხმის დადება და დაჯრა. 

Tuesday, 3 July 2018

მეოთხე დღე

  დღეს განვიხილეთ  შეფასების სხვადასხვა ფორმები,რომელიც გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნას,ცნებების  გააზრებას და  უნარ-ჩვევების დაუფლებას. შემდეგ მოვარგეთ ჩვენს თემას   და ავღწერეთ პროექტის  გეგმაში.  დეტალური ,ზუსტი და დროში გაწერილი გეგმა ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა.

Monday, 2 July 2018

მესამე დღე

    ვაგრძელებთ პროექტზე მუშაობას, დღეს  მოვარგე ჩემს პროექტს  შესაბამისი სტანდარტები,რომელიც გავშალეთ ბლუმის ტაქსონომიით და 21 საუკუნეების უნარ-ჩვევების სიტყვების გამოყენებით ,ვისწავლე და განვიხილე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესს .