Monday, 16 July 2018

კურსის რეფლექსია

   კურსის  თემა არის  "პროექტებით სწავლება ისტის ინტეგრირებით"  რომლის შესწავლა დავიწყეთ 28 ივნისს  და  მოიცავდა 36 სთ-ს.
    პროექტი შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დავუკავშიროთ ყოველდღიურ  ცხოვრებას, რაც მოსწავლეებში განავითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს და  მოახდენს მათ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
    ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა, საქაღალდეების შექმნა,  სტანდარტების შემუშავება , საკვანძო კითხვების ფორმულირება, პროექტის პორთფოლიოს შექმნა და  ბლოგზე დაშენება. სხვადასხვა რესურსების შექმნა ,რაც მეტად თვალსაჩინოს და საინტერესოს გახდის გაკვეთილს. ეს ტრენინგი არის ნაყოფიერი ჩემთვის,რადგან მაძლევს საშვალებას კარგად ორგანიზებული  პროექტები დავგეგმო,რომლებშიც ჩემი მოსწავლეები ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებები სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.

No comments:

Post a Comment